Friday, March 17, 2017

ისტ.-ის გამოყენება სასწავლო პროცეში

გავიარე მასწავლებელთა ისტ-ის ტრეინინგის პროგრამა, რომელმაც მომცა ცოდნა და ინფორმაცია ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ საგაკვეთილო პროცეში.
ტრენინგი ჩაგვიტარდა 4 მოდულად. ესენია:

  1. კურსის შესავალი ნაწილი, რომელმაც მაჩვენა ტრეინინგის მიზანი, როლი და სწავლება-სწავლის თანამედროვე მიდგომები.
  2. გაკვეთილის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით, რომელმაც გამაცნო გაკვეთილის ორგანიზების ძირითადი საფეხურები, სწავლების საბფაზიანი მოდელი(ABC), ეფექტური სტრატეგიები და სასწავლო რესურსების მომზადება ისტ-ის საშუალებით. სასწავლო პრეზენტაციის მომზადება, სიმულაციების, აუდიო-ვიდეო საშუალებების ეფექტური გამოყენება სასწავლო პროცესში და ასევე შეფასება ისტ-ის გამოყენებით.
  3. სასწავლო პროექტის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით, რომელიც მოიცავდა სასწავლო პროექტის ორგანიზების ძირითად საფეხურებს, მის ძირითად მახასიათებლებს, ისტ-ის გამოყენებას სასწავლო პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
  4. თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით, რომელმაც მომცა მეტი ინფორმაცია მასწავლებლის პორტფოლიოსა და ელექტრონული პორტფოლიოზე.
ტრენინგის მსვლელობისას შევასრულე დავალებები:
  • შევქმენი გაკვეთილის გეგმა Drive-ში , რომლისთვისაც გამოვიყენე http://ncp.ge საიდანაც გადმოვიწერე ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტები. შემდეგ შევისწავლე დრაივში შექმნილი ფაილის გაზიარება სხვებთან.
  • ასევე საინტერესო იყო ჩემთვის Drive-ის Translate-ის შესწავლა, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ სხვა დროსაც.
  • მოვამზადე ამ გაკვეთილის პრეზენტაცია PowerPoint-ში, რომლისთვისაც გამოვიყენე ფოტო მასალა ინტერნეტიდან Google-ის დახმარებით (რომელიც სასიამოვნო სამუშაო იყო ჩემთვის) 
  • მეტი ინფორმაცია გავიგე ბლოგების შესახებ და შევისწავლე მისი შექმნა- გამოქვეყნება~
ამ ტრენინგის გავლის შემდეგ ვთვლი, რომ ისტ-ის გამოყენება საინტერესო და აუცილებელია მოსწავლეების სწავლის მოტივის შესაქმნელად და ამიტომ ჩემს საგანში ხშირად გამოვიყენებ.