ტრენინგი ჩაგვიტარდა 4 მოდულად. ესენია:
- კურსის შესავალი ნაწილი, რომელმაც მაჩვენა ტრეინინგის მიზანი, როლი და სწავლება-სწავლის თანამედროვე მიდგომები.
- გაკვეთილის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით, რომელმაც გამაცნო გაკვეთილის ორგანიზების ძირითადი საფეხურები, სწავლების საბფაზიანი მოდელი(ABC), ეფექტური სტრატეგიები და სასწავლო რესურსების მომზადება ისტ-ის საშუალებით. სასწავლო პრეზენტაციის მომზადება, სიმულაციების, აუდიო-ვიდეო საშუალებების ეფექტური გამოყენება სასწავლო პროცესში და ასევე შეფასება ისტ-ის გამოყენებით.
- სასწავლო პროექტის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით, რომელიც მოიცავდა სასწავლო პროექტის ორგანიზების ძირითად საფეხურებს, მის ძირითად მახასიათებლებს, ისტ-ის გამოყენებას სასწავლო პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
- თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით, რომელმაც მომცა მეტი ინფორმაცია მასწავლებლის პორტფოლიოსა და ელექტრონული პორტფოლიოზე.
ტრენინგის მსვლელობისას შევასრულე დავალებები:
- შევქმენი გაკვეთილის გეგმა Drive-ში , რომლისთვისაც გამოვიყენე http://ncp.ge საიდანაც გადმოვიწერე ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტები. შემდეგ შევისწავლე დრაივში შექმნილი ფაილის გაზიარება სხვებთან.
- ასევე საინტერესო იყო ჩემთვის Drive-ის Translate-ის შესწავლა, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ სხვა დროსაც.
- მოვამზადე ამ გაკვეთილის პრეზენტაცია PowerPoint-ში, რომლისთვისაც გამოვიყენე ფოტო მასალა ინტერნეტიდან Google-ის დახმარებით (რომელიც სასიამოვნო სამუშაო იყო ჩემთვის)
- მეტი ინფორმაცია გავიგე ბლოგების შესახებ და შევისწავლე მისი შექმნა- გამოქვეყნება~
ამ ტრენინგის გავლის შემდეგ ვთვლი, რომ ისტ-ის გამოყენება საინტერესო და აუცილებელია მოსწავლეების სწავლის მოტივის შესაქმნელად და ამიტომ ჩემს საგანში ხშირად გამოვიყენებ.

No comments:
Post a Comment