გაკვეთილის გეგმები და შეფასების რუბრუკები

გაკვეთილის გეგმის ფორმა/სქემა

გაკვეთილის მთავარი თემა
The meanings of patterns (ნიმუშების მნიშვნელობა)
სწავლების საფეხური
საბაზო, მე-7 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
19 მოსწავლე, 1 განსაკუთრებული მიდგომების მქონე მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები შეძლებენ  სხვადასხვა კულტურული ნამუშევრების (ნიმუშების) გარჩევას და მსჯელობას … გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, რასაც აქტიურად გამოიყენებენ ცხოვრებაში.



გაკვეთილის მიზანი და შედეგი
უცხ.დ.VI.10. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გაგების გასაადვილებლად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას:
  • დამოუკიდებლად ამოიცნობს უცნობი სიტყვების, წინადადებების მნიშვნელობას ნაცნობი ელემენტების (მაგ., კონტექსტის, ილუსტრაციის, ნიმუშების, ნაცნობი ასოების) დახმარებით;
  • ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით მშობლიურ ენაზე გამოთქვამს ვარაუდებს ტექსტის შინაარსის შესახებ;
უცხ.დ.VI.19.მოსწავლე იჩენს ინტერესს კულტურული განსხვავებების მიმართ:
  • ავლებს პარალელს უცხო და მშობლიური კულტურის ნიმუშებს შორის და პოულობს მსგავსებებს/განსხვავებებს.
  მოსწავლემ შეისწავლოს ახალი სიტყვები წერითა და ზეპირად…
 საშინაო დავალები:
1. რამდენიმე წინადადების შედგენა ახალი სიტყვების გამოყენებით..
2. რომელიმე ნივთის ნიმუშის გაკეთება ახალი სიტყვებისა და ნახატის გამოყენებით. (როგორი მატერიის მაისურს შეიძენდა, ან როგორი სტილის „შპალერს“ მოინდომებდა თავის ოთახში და სხვა)
წინასწარი ცოდნა
რა იციან ნიმუშების შესახებ...
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
მოსწავლის წიგნი, საშინაო დავალების რვეულები, დაფა, ცარცი, კალამი, ლეფ-ტოპი, კატალოგი...
გაკვეთილის მსვლელობა
A ფაზა-
  • მისალმება და მოკითხვა
How are you today?
Are you ready for the lesson?
  • ორგანიზაციული  საკითხების მოწესრიგება  - 3წთ.
  • საშინაო დავალების შემოწმება (დახატეთ რომელი ცხოველებია საქართველოს ტყეებში და მიუწერეთ რაიმე დამახასიათებელი ნიშანი) -   5 წთ.
  • გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა.
კითხვების საშუალებით გავიგებ რა   იციან მოსწავლეებმა ამ თემაზე. დაფაზე ვწერ საკვანძო კითხვებს( მოსწავლეებიი ჩაიწერენ და გაკვეთილის მსვლელობის,  ახსნის დროს გასცენ პასუხს. საჭიროების შემთხვევაში ჩემი დახმარებით):
  1. Is the pattern a drawing of lines ,shapes or objects that is repeated?
  2. What  kind patterns do you know?
  3. Are the patterns simple and complicated?
  4. Can you use any cataloge as the patterns?
  5. What do you think what coulors are the special for the patterns?
  6. What do you think what does the word  „pattern“ mean?
  • განსაკუთრებული მიდგომების მქონე მოსწავლეს ვეკითხები ამ თემასთან დაკავშირებით რას ისწავლიდა და ვუწერ იმ 2 ან 3 სიტყვას, ვუხსნი როგორ წაიკითხოს, ვახსენებ ასოებს და ვაწერინებ რვეულში.- 2წთ
B ფაზა -
  • ახალი თემის სათაურს დავწერ დაფაზე, მასში მოცემული უცხო სიტყვის მნიშვნელობას დავუწერ დაფაზე და მოსწაავლეებს ვთხოვ გადათარგმნონ. - 2წთ.
  • სათაურის გააზრების შემდეგ მოსწავლეებს ინდივიდუალურად წავაკითხებ ტექსტს აბზაც -აბზაც, რადგანაც სიტყვები რომლებიც უცხო იქნება მათთვის ჩამოვაწერინებ დაფაზე და დავეხმარები მათ ამ სიტყვების მნიშვნელობის გაგებაში კონტექსტის მიხედვით.- 25 წთ
  • ტექსტის წაკითხვისა და გადათარგმნის შემდეგ მოსწავლეებს ვუჩვენებ სლაიდს ძველი სტილისა და ახალი სტილის ნიმუშების შესახებ.
  • ასევე კატალოგს რომელიმი ფირმის პროდუქტისას.
  • დავსვამ კითხვებს: 1.Do you like this slide? 2. Will you Change or add  anything in it? -3 წთ.
C ფაზა -
  • კითხვების დასმის შემდგომ მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას „გააკეთეთ, დაწერეთ ან დახატეთ თქვენთვის სასურველი სასკოლო სპორტული ნივთის ნიმუში, რომლითაც ითამაშებდით სკოლაში სპორტის გაკვეთილზე.“-4წთ.
  • განსაკუთრებული მიდგომების მქონე მოსწავლეს ვეკითხები იმ სიტყვებს თუ დაიმახსოვრა რომელიმე
საშინაო დავალების მიცემა:
1. რამდენიმე წინადადების შედგენა ახალი სიტყვების გამოყენებით..
2. რომელიმე ნივთის ნიმუშის გაკეთება ახალი სიტყვებისა და ნახატის გამოყენებით. (როგორი მატერიის მაისურს შეიძენდა, ან როგორი სტილის „შპალერს“ მოინდომებდა თავის ოთახში და სხვა) - 1 წთ.




შეფასების კრიტერიუმები


კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
კარგი
საუკეთესო
  • დამოუკიდებლად ამოიცნობს უცნობი სიტყვების, წინადადებების მნიშვნელობას ნაცნობი ელემენტების დახმარებით;
უჭირს კითხვა და არ შეუძლია თარგმანი მარტივი წინადადებების დამოუკიდებლად
უჭირს კითხვა და უჭირს მარტივი წინადადებების თარგმანი დამოუკიდებლად
კითხულობს, თარგმნის ტექსტის ძირითად ნაწილს თავისუფლად, ხვდება, კონტექსტის მიხედვით ახალი სიტყვების მნიშვნელობას მასწავლებლის დახმარებით
კითხულობს, თარგმნის ტექსტის ძირითად ნაწილს თავისუფლად, ხვდება, კონტექსტის მიხვედით ახალი სიტყვების მნიშვნელობას
  • ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით მშობლიურ ენაზე გამოთქვამს ვარაუდებს ტექსტის შინაარსის შესახებ;
ვერ ხვდება სათაურის, ილუსტრაციების მნიშვნელობას და ვერ გამოთქვამს აზრს მშობლიურ ენაზე
ხვდება სათაურის, ილუსტრაციების მნიშვნელობას, მაგრამ უჭირს შინაარსის გამოთქმა მშობლიურ ენაზე
ხვდება სათაურის, ილუსტრაციების მნიშვნელობას კარგად და გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის (არასრულყოფილად) შესახებ მშობლიურ ენაზე
ხვდება სათაურის, ილუსტრაციების მნიშვნელობას კარგად და გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის (სრულყოფილად) შესახებ მშობლიურ ენაზე
  • ავლებს პარალელს უცხო და მშობლიური კულტურის ნიმუშებს შორის და პოულობს მსგავსებებს/განსხვავებებს.
არ შეუძლია უცხო და მშობლიური ნიმუშებს შორის
პარალელის გავლება
ცალკეულად ხვდება  ნიმუშების მნიშვნელობას მაგრამ ვერ ავლებს პარალელს
ავლებს პარალელს უცხო და მშობლიური ნიმუშებს შორის, პოულობს მსგავსებებს/განსხვავებებს ნაწილობრივ
ავლებს პარალელს უცხო და მშობლიური ნიმუშებს შორის, პოულობს მსგავსებებს/განსხვავებებს
  • შეძლებს მარტივი ნიმუშის გაკეთებას
ცდილობს მაგრამ ვერ ახერხებს ნიმუშის გაკეთებას
ცდილობს და აკეთებს მარტივ ნიმუშს მეგობრის ან მასწავლებლის დახმარებით
აკეთებს თვალსაჩინო, მარტივ ნიმუშს
აკეთებს კარგ თვალსაჩინო ნიმუშს, უკეთებს შესაბამის ანოტაციას









მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი

No
კრიტერიუმები
1.       
სწორად შევძელი დროის გადანაწილება
2.       
ვუზრუნველყავი მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა
3.       
სწორად მქონდა განსაზღვრული გაკვეთილის მიზანი
4.       
სწორად მქონდა განსაზღვრული მისაღწევი აქტივობები
5.    
აქტივობები მორგებული იყო მოსწავლეთა შესაძლებლობებზე და დონეზე
6.    
მივაღწიე თუ არა შედეგს
7.    
შეფასების დროს ვიყავი თუ არა ობიექტური და ადეკვატური
8.    
9.    
10.   

4 comments:

  1. მაია თქვენი გეგმა სრულყოფილია და დიდი სიამოვნებით დავესწრებოდი გაკვეთილს.

    ReplyDelete
  2. გავეცანი მაიას ბლოგს მის მუშაობას შევაფასებ -კარგი
    ვუსურვებ წარმატებას.

    ReplyDelete